2025-26 სასწ. წლის დაწყება

2025 წლის 25 ნოემბერს პროფესიული განათლების სისტემაში და მათ შორის ჭიათურის კოლეჯ ,,პროფიუნიტში” დაიწყო ახალი სასწავლო წელი. სასწავლებლის 115 პროფესიული სტუდენტი დაეუფლება პროფესიებს სამთო მიმართულებით. პროფესიულ სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს, როგორც სასწავლებლის ადმინისტრაციამ, ასევე პარტნიორი ორგანიზაციის შპს ,,ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” ხელმძღვანელებმა მაქსიმ ლომაკინმა, ზურაბ ბაძგარაძემ და გელა ბუზალაძემ. დარწმუნებული ვართ მიმდინარე სასწავლო წელი ნაყოფიერი იქნება…

2025-26 სასწ. წლის მიღება

კოლეჯ ,,პროფიუნიტში” წარმატებით ჩატარდა აპლიკანტთა ტესტირება 2025-26 სასწავლო წლის მიღებაზე. სამთო ტექნიკოსის, სამთო ელექტრომექანიკოსის და მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტის პროგრამაზე , მისაღებ 120 ადგილზე 159 აპლიკანტმა გაიარა ტესტირება. აღნიშნულ პროგრამებზე მათი ჩარიცხვა მოხდება Განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში .

2025-26 სასწ. წლის მიღება

კოლეჯ ,,პროფიუნიტში” წარმატებით ჩატარდა აპლიკანტთა ტესტირება 2025-26 სასწავლო წლის მიღებაზე. სამთო ტექნიკოსის, სამთო ელექტრომექანიკოსის და მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტის პროგრამაზე , მისაღებ 120 ადგილზე 159 აპლიკანტმა გაიარა ტესტირება. მათი ჩარიცხვა აღნიშნულ პროგრამებზე მოხდება Განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში.

აპლიკანტთა საყურადღებოდ!

დაიწყო შიდა შესარჩევი ტესტირება შემდეგი განრიგით: 1. სამთო ტექნიკოსი-7 და 9 ოქტომბერი 2. სამთო ელექტრომექანიკოსი-15 და 16 ოქტომბერი 3. მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი-15 და 16 ოქტომბერი. გთხოვთ გამოცხადდეთ აღნიშნულ დროს სასწავლებელში.

შეხვედრა გამოცდილ სამთოელებთან.

კოლეჯის ,,პროფიუნიტის” სტუდენტების ინიციატივით შეხვედრა გაიმართა გამოცდილ სამთოელებთან. რომლებმაც ახალგაზრდებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

აპლიკანტთა საყურადღებოდ!

კოლეჯი ,, პროფიუნიტი,, აცხადებს 2025-26 სას. წლისათვის მიღებას შემდეგ სპეციალობებზე: 1. სამთო ტექნიკოსი 2. სამთო ელექტრო მექანიკოსი 3. მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი. მსურველებს შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ vet.emis.ge ზე ან დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ სასწავლებლის ადმინისტრაციას. მისამართი. გ.თხელიძის ქ.#29 (ყოფილი ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა) ტელ: 579213355 რეგისტრაცია იწარმოებს 01 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე.