ინტელექტუალური ვიქტორინა

ინტელექტუალური ვიქტორინა

2026 წლის 25 ივნისს კოლეჯ ,,პროფიუნიტში” ჩატარდა ინტელექტუალური ვიქტორინა. ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა გუნდმა (გამამდიდრებელი, ელექტრიკოსი , ტექნიკოსი1 და ტექნიკოსი 2) პირველი ადგილი მოიპოვა მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტის გუნდმა (გამამდიდრებელი) და მათვე დაიმსახურეს ექსკუსია თავიანთი არჩევანით. მეორე ადგილზე გავიდა სამთო ელექტრომექანიკოსის გუნდი (ელექტრიკოსი); მესამე ადგილი თანაბრი ქულებით გაინაწილეს სამთო ტექნიკოსის გუნდებმა (ტექნიკოსი 1; ტექნიკოსი…

ექსკუსია ენგურჰესის ჰიდრო ელექტრო სადგურში.

ექსკუსია ენგურჰესის ჰიდრო ელექტრო სადგურში.

კოლეჯ ,,პროფიუნიტის“ პროფესიული სტუდენტები პრაქტიკული კომპონენტის შესწავლის გაღრმავების მიზნით, 20 ივნისს იმყოფებოდნენ ენგურჰესის ჰიდრო ელექტრო სადგურში . ისინი გაეცნენ ენგურჰესის ტექნიკურ მახასიათებლებს, მოინახულეს ენგურის წყალსაცავი , კაშხალი და გაეცნენ მათი მუშაობის პრინციპებს. დაბრუნებისას სტუდენტებმა დაათვალიერეს დადიანების სასახლე და ისტორიული მუზეუმი. კოლეჯის ადმინისტრაცია კვლავ გააგრძელებს სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერას და დაფინანსებას

კოლეჯ ,,პროფიუნიტში” გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით დასუფთავდა სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორია და დაირგო ვარდები, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა და თანამშრომლებმა

შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან.

შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან.

პროფესიული ორიენტაციის მიზნით 2026 წლის 19 მაისს ვიზიტით ვიმყოფებოდით მანდაეთის საჯარო სკოლაში. ვისაუბრეთ სასწავლებელში მოქმედ პროგრამებზე, მიღების წესებსა და პროფესიული სტუდენტების მიმართ არსებულ შეღავათებზე. შეხვედრამ მეტად საინტერესოდ ჩაიარა. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ ბუკლეტები და სხვა სიმბოლური საჩუქრები

ღია კარის დღე

ღია კარის დღის ფარგლებში კოლეჯ ,,პროფიუნიტში ” 28 აპრილს სტუმრობდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მე-4 საჯარო სკოლის მე 9-12 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები, რომლებმაც დაათვალიერეს სასწავლებლის კაბინეტ-ლაბორატორიები, სტუდენტური სივრცე და მიიღეს სრული ინფორმაცია კოლეჯში არსებული სასწავლო პროცესის , პროფესიების და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. ასევე საუბარი იყო პროფესიული განათლების მნიშვნელობის და როლის შესახებ ქვეყნის განვითარებაში. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა….

სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი

სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი

კოლეჯ ,,პროფიუნიტში” შსს საგანგებო სიტუაციების მართვბის სამსახურის მოთხოვნათა შესაბამისად, ჩატარდა თანამშრომლების და პროფესიული სტუდენტების ინსტრუქტაჟი სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით. სწავლებამ, რომელსაც უძღვებოდა შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტი ალექსანდრე დოღაძე- წარმატებით ჩაიარა.

კოლეჯი ,,პროფიუნიტი,, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო.

მილოცვა

მილოცვა

კოლეჯი ,,პროფიუნიტის” ადმინისტრაცია დედის დღეს და ქალთა საერთაშორისო დღეს ვულოცავთ სასწავლებლის ქალბატონებს (პროფესიულ სტუდენტებს, მასწავლებლებს და თანამშრომლებს) და სრულიად საქართველოს ყველა ქალბატონს. გისურვებთ ჯამრთელობას, ბედნიერებას და მშვიდობას.

საახალწლო ღონისძიება

შპს ,,პროფიუნიტში” საახალწლო ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები, შეჯიბრი: მაგიდის ფეხბურთში, ჭადრაკში, შაშში და ნარდში. ამავე დროს 2025 წლის კურსდამთავრებულებს გადაეცათ შესაბამისი პროფესიული დიპლომები და სერტიფიკატები. საზეიმო ღონისძიება დასრულდა პროფესიული სტუდენტებისათვის გამართული ალაფურშეტით. ვულოცავთ პროფესიულ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს , თანამშრომლებს , პარტნიორ ორგანიზაციას და ყველა მოქალაქეს დამდეგ შობა- ახალ წელს. გისურვებთ ჯამრთელობას და ბედნიერებას .