კოლეჯი “პროფიუნიტი”

შპს ,, პროფიუნიტის“
 მისია, ხედვა, ღირებულებები

კოლეჯის მისია:

კოლეჯის მისიაა შრომის ბაზრის ცვალებადი, კონკურენტუნარიანი და განვითარებაზე ორიენტირებული მოთხოვნების გათვალისწინებით, სამთო წარმოების საკადრო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და  ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული პროფესიული კადრების მომზადება, რომლის მიზანია კვალიფიციური სპეციალისტების უწყვეტი  პიროვნული და  პროფესიული  განვითარება, ბაზრის მოთხოვნის გაზრდა პროფესიულ კადრებზე და დასაქმების ხელშეწყობა.

კოლეჯის ხედვა:

კოლეჯში მიღებული განათლების ხარისხი სრულად პასუხობდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
კოლეჯის სტრატეგიული განვითარების გეგმით გათვალისწინებულ ვადაში ეტაპობრივად დასახული მიზნის მიღწევამდე (2030 წლამდე) – სწავლებისა და მომსახურების მაღალი ხარისხით, კვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლებით, მოტივირებული, წარმატებული სტუდენტებითა და  კურსდამთავრებულთა დასაქმების რაოდენობრივი დახარისხობრივი მაჩვენებლით, სამთო დარგის დამსაქმებლებთან თანამშრომლობითა და პარტნიორებით ერთ-ერთი წამყვანი მონოპროფილური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება გახდეს ქვეყნის ეკონომიკაში სამთო წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
კოლეჯის ღირებულებებია:
პროფესიონალიზმი და რეპუტაციაზე ზრუნვა;
განათლების ხელმისაწვდომობა;
განვითარებისკენ სწრაფვა;
უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემო;
გამჭვირვალობა და სამართლიანობა;
პიროვნებაზე ორიენტირებულობა და უფლებების დაცვა;
სიახლეების დანერგვის მუდმივი მზაობა;
პარტნიორ ორგანიზაციებთან  თანამშრომლობა;

2025-26 სასწ. წლის მიღება

კოლეჯ ,,პროფიუნიტში” წარმატებით ჩატარდა აპლიკანტთა ტესტირება 2025-26 სასწავლო წლის მიღებაზე. სამთო ტექნიკოსის, სამთო ელექტრომექანიკოსის და…

აპლიკანტთა საყურადღებოდ!

დაიწყო შიდა შესარჩევი ტესტირება შემდეგი განრიგით: 1. სამთო ტექნიკოსი-7 და 9 ოქტომბერი 2. სამთო ელექტრომექანიკოსი-15…

შეხვედრა გამოცდილ სამთოელებთან.

კოლეჯის ,,პროფიუნიტის” სტუდენტების ინიციატივით შეხვედრა გაიმართა გამოცდილ სამთოელებთან. რომლებმაც ახალგაზრდებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

სპეციალობა ,,სამთო ელექტრომექანიკოსი”

სპეციალობა ,,სამთო ელექტრომექანიკოსი”

,, სამთო ელექტრომექანიკოსის” სპეციალობის პროფესიული სტუდენტების პრაქტიკული კომპონენტის სწავლება.

სპეციალობა ,,სამთო ტექნიკოსის”  პრაქტიკული კომპონენტის  სწავლება

სპეციალობა ,,სამთო ტექნიკოსის” პრაქტიკული კომპონენტის სწავლება

წარმატებით მიმდინარეობს კოლეჯ „პროფიუნიტის, , სამთო ტექნიკოსის სპეციალობის პროფესიული სტუდენტების პრაქტიკული კომპონენტის სწავლება ალექსანდრე დოღაძის…