ღია კარის დღე

ღია კარის დღის ფარგლებში კოლეჯ ,,პროფიუნიტში ” 28 აპრილს სტუმრობდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მე-4 საჯარო სკოლის მე 9-12 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები, რომლებმაც დაათვალიერეს სასწავლებლის კაბინეტ-ლაბორატორიები, სტუდენტური სივრცე და მიიღეს სრული ინფორმაცია კოლეჯში არსებული სასწავლო პროცესის , პროფესიების და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. ასევე საუბარი იყო პროფესიული განათლების მნიშვნელობის და როლის შესახებ ქვეყნის განვითარებაში. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა….

სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი

სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი

კოლეჯ ,,პროფიუნიტში” შსს საგანგებო სიტუაციების მართვბის სამსახურის მოთხოვნათა შესაბამისად, ჩატარდა თანამშრომლების და პროფესიული სტუდენტების ინსტრუქტაჟი სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით. სწავლებამ, რომელსაც უძღვებოდა შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტი ალექსანდრე დოღაძე- წარმატებით ჩაიარა.

კოლეჯი ,,პროფიუნიტი,, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო.

მილოცვა

მილოცვა

კოლეჯი ,,პროფიუნიტის” ადმინისტრაცია დედის დღეს და ქალთა საერთაშორისო დღეს ვულოცავთ სასწავლებლის ქალბატონებს (პროფესიულ სტუდენტებს, მასწავლებლებს და თანამშრომლებს) და სრულიად საქართველოს ყველა ქალბატონს. გისურვებთ ჯამრთელობას, ბედნიერებას და მშვიდობას.

საახალწლო ღონისძიება

შპს ,,პროფიუნიტში” საახალწლო ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები, შეჯიბრი: მაგიდის ფეხბურთში, ჭადრაკში, შაშში და ნარდში. ამავე დროს 2025 წლის კურსდამთავრებულებს გადაეცათ შესაბამისი პროფესიული დიპლომები და სერტიფიკატები. საზეიმო ღონისძიება დასრულდა პროფესიული სტუდენტებისათვის გამართული ალაფურშეტით. ვულოცავთ პროფესიულ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს , თანამშრომლებს , პარტნიორ ორგანიზაციას და ყველა მოქალაქეს დამდეგ შობა- ახალ წელს. გისურვებთ ჯამრთელობას და ბედნიერებას .

2025-26 სასწ. წლის დაწყება

2025 წლის 25 ნოემბერს პროფესიული განათლების სისტემაში და მათ შორის ჭიათურის კოლეჯ ,,პროფიუნიტში” დაიწყო ახალი სასწავლო წელი. სასწავლებლის 115 პროფესიული სტუდენტი დაეუფლება პროფესიებს სამთო მიმართულებით. პროფესიულ სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს, როგორც სასწავლებლის ადმინისტრაციამ, ასევე პარტნიორი ორგანიზაციის შპს ,,ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” ხელმძღვანელებმა მაქსიმ ლომაკინმა, ზურაბ ბაძგარაძემ და გელა ბუზალაძემ. დარწმუნებული ვართ მიმდინარე სასწავლო წელი ნაყოფიერი იქნება…

2025-26 სასწ. წლის მიღება

კოლეჯ ,,პროფიუნიტში” წარმატებით ჩატარდა აპლიკანტთა ტესტირება 2025-26 სასწავლო წლის მიღებაზე. სამთო ტექნიკოსის, სამთო ელექტრომექანიკოსის და მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტის პროგრამაზე , მისაღებ 120 ადგილზე 159 აპლიკანტმა გაიარა ტესტირება. აღნიშნულ პროგრამებზე მათი ჩარიცხვა მოხდება Განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში .

აპლიკანტთა საყურადღებოდ!

დაიწყო შიდა შესარჩევი ტესტირება შემდეგი განრიგით: 1. სამთო ტექნიკოსი-7 და 9 ოქტომბერი 2. სამთო ელექტრომექანიკოსი-15 და 16 ოქტომბერი 3. მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი-15 და 16 ოქტომბერი. გთხოვთ გამოცხადდეთ აღნიშნულ დროს სასწავლებელში.

შეხვედრა გამოცდილ სამთოელებთან.

კოლეჯის ,,პროფიუნიტის” სტუდენტების ინიციატივით შეხვედრა გაიმართა გამოცდილ სამთოელებთან. რომლებმაც ახალგაზრდებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.