2025-26 სასწ. წლის დაწყება
2025 წლის 25 ნოემბერს პროფესიული განათლების სისტემაში და მათ შორის ჭიათურის კოლეჯ ,,პროფიუნიტში” დაიწყო ახალი სასწავლო წელი. სასწავლებლის 115 პროფესიული სტუდენტი დაეუფლება პროფესიებს სამთო მიმართულებით.
პროფესიულ სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს, როგორც სასწავლებლის ადმინისტრაციამ, ასევე პარტნიორი ორგანიზაციის შპს ,,ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” ხელმძღვანელებმა მაქსიმ ლომაკინმა, ზურაბ ბაძგარაძემ და გელა ბუზალაძემ.
დარწმუნებული ვართ მიმდინარე სასწავლო წელი ნაყოფიერი იქნება ჩვენი სტუდენტებისათვის.