ღია კარის დღე
ღია კარის დღის ფარგლებში კოლეჯ ,,პროფიუნიტში ” 28 აპრილს სტუმრობდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მე-4 საჯარო სკოლის მე 9-12 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები, რომლებმაც დაათვალიერეს სასწავლებლის კაბინეტ-ლაბორატორიები, სტუდენტური სივრცე და მიიღეს სრული ინფორმაცია კოლეჯში არსებული სასწავლო პროცესის , პროფესიების და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. ასევე საუბარი იყო პროფესიული განათლების მნიშვნელობის და როლის შესახებ ქვეყნის განვითარებაში.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებს სასწავლებლის ადმინისტრაციის მიერ გადაეცათ სამახსოვრო სიმბოლური საჩუქრები